SALTO Education & Training TCA – საერთაშორისო შესაძლებლობები უნივერსიტეტის პერსონალისთვის 15.07.2026

SALTO Education & Training TCA – საერთაშორისო შესაძლებლობები უნივერსიტეტის პერსონალისთვის

უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს SALTO Education & Training TCA-ის ფარგლებში ორგანიზებულ Training and Cooperation Activities (TCA) ღონისძიებებში, რომლებიც ხორციელდება Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით.

SALTO Education & Training TCA წარმოადგენს ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს Erasmus+ ეროვნული სააგენტოების მიერ ორგანიზებული ტრენინგებისა და თანამშრომლობის აქტივობების (TCAs) დაგეგმვას, განხორციელებასა და შემდგომ განვითარებას. პლატფორმა აერთიანებს საერთაშორისო ტრენინგებს, სემინარებს, საკონტაქტო შეხვედრებსა და თემატურ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიულ განვითარებას და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ღონისძიებებს ორგანიზებას უწევენ Erasmus+ პროგრამის ეროვნული სააგენტოები და ევროპული პარტნიორი ორგანიზაციები. მათი მიზანია პროფესიული კომპეტენციების განვითარება, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღებ?

TCA აქტივობები განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის:

აკადემიური პერსონალისთვის:

  • პროფესორებისთვის;
  • მასწავლებლებისთვის;
  • ტრენერებისთვის;
  • მკვლევრებისთვის.

ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისთვის;
  • საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლებისთვის;
  • განათლების სფეროს ექსპერტებისთვის;
  • დამხმარე პერსონალისთვის.

აქტივობები ხელმისაწვდომია როგორც ახალი მონაწილეებისთვის, ისე Erasmus+ პროგრამაში უკვე გამოცდილი ბენეფიციარებისთვის.

რა თემატიკის ღონისძიებებია ხელმისაწვდომი?

SALTO Education & Training TCA პლატფორმაზე რეგულარულად ახლდება სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებები, მათ შორის:

  • უმაღლესი განათლება (HE – Higher Education): ინტერნაციონალიზაცია, აკადემიური თანამშრომლობა, ქალები STEM მიმართულებებში, კულტურული და შემოქმედებითი პროექტები და სხვა;
  • ციფრული ტრანსფორმაცია და ინოვაციები: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში, ციფრული უნარების განვითარება და ახალი ტექნოლოგიები;
  • გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება: „მწვანე“ პროექტები, მდგრადი განვითარება და ეკოლოგიური ინიციატივები;
  • ინკლუზია და მრავალფეროვნება: თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა და ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა განათლებაში;
  • სამოქალაქო აქტივობა და დემოკრატიული ღირებულებები: ევროპული ღირებულებებისა და აქტიური მოქალაქეობის მხარდაჭერა.

ფორმატი და ჩატარების ადგილ

ღონისძიებები ტარდება სხვადასხვა ფორმატში:

  • დასწრებით (Face-to-Face): ევროპის სხვადასხვა ქალაქში;
  • ონლაინ (Online) ფორმატში;
  • შერეული (Blended/Hybrid) ფორმატით.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ:

  1. ეწვიონ ოფიციალურ ვებ-გვერდს SALTO Education & Training TCA:

https://salto-et.net/

  1. გაიარონ რეგისტრაცია პლატფორმაზე;
  2. შეარჩიონ სასურველი ღონისძიება სექტორის, თემატიკის ან ჩატარების თარიღის მიხედვით: https://salto-et.net/events/
  3. გაეცნონ მონაწილეობის პირობებს და ყურადღება მიაქციონ განაცხადის მიღების ბოლო ვადას (Application deadline).

 

დამატებითი ინფორმაციისა და მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.