ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია  21.08.2026

ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 5-7 ნოემბერს გაიმართება ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - "ილია ჭავჭავაძე - 189"

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიების ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

კონფერენციის მიზანია: ახალგაზრდებს შორის  ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელობის - მისი ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური, ასევე, სამწერლობო-მთარგმნელობითი საქმიანობის  - კიდევ ერთხელ წარმოჩენა და ახალგაზრდებს შორის ილიას იდეების პოპულარიცაზია.

კონფერენციის  ფარგლებში მოეწყობა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი  გამოფენა. ასევე, ყვარელში გაიმართება სტუდენტთა კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებების დაჯილდოება.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • სამართალი და პოლიტიკის მეცნიერებები
  • განათლება და მეცნიერება
  • ილიას ლიტერატურული და პუბლიცისტური მემკვიდრეობა;
  • ეკონომიკა და საბანკო საქმე
  • მედია და საზოგადოებრივი აზრი;
  • ქართველოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:  მოხსენება ( დასწრებული)

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება 15 წუთი.

მსჯელობა 5 წუთი.

სამუშაო ენა: ქართული

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნას ინდივიდუალურად / თანაავტორობით. სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის,  წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს ილია ჭავჭავაძისადმი  მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენციაზე,

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 30 სექტემბრამდე განცხადება და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე  გადაწყვეტილება მიიღება 2026 წლის 5 ოქტომბერამდე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.  თეზისების კრებული აიტვირთება ResearchGate-ის  საერთაშორისო პლატფორმაზე.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ნავროზაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი.  ელ.ფოსტა:ekaterine.navrozashvili@tsu.ge

 

 

თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1. ავტორის სახელი და გვარი;

2. თეზისების სათაური;

3.  უმაღლესი სასწავლებლის დასახელება;  

4. ფაკულტეტის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, კურსის დასახელება;

5. 3-5  საკვანძო სიტყვა;

6. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word);

7. ფორმატი — A4; 

8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen); 

9. თეზისების ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით. თეზისის მოცულობა:  250 სიტყვა.

10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

11. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

 

·ავტორ(ებ) 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

·სათაური 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

·უმაღლესი სასწავლებელი, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

·ფაკულტეტის,  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, კურსის დასახელება; 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

·საკვანძო სიტყვები;

·თეზისების  ძირითადი ტექსტი.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ! 29.08.2017

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 30 აგვისტოდან 07 სექტემბ...

ვრცლად
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის კვლევის საგრანტო პროგრამა 2021-2022 16.03.2021

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის კვლევის საგრანტო პროგრამა 2021-2022

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი (IVF) ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტთან (EUI) ერთად აცხადებს კვლევით საგრანტ...

ვრცლად