თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში პირველკურსელთა საზეიმო შეხვედრა გაიმართა 18.09.2026

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში პირველკურსელთა საზეიმო შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 14 სექტემბერს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში პირველკურსელთა და მობილობით წესით გადმოსულ სტუდენტთა საზეიმო მიღება გაიმართა.

მისასალმებელი სიტყვით სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა, ვიცერექტორებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, ხარისხის სამსახურის უფროსმა და სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარემ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართველ და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციასა და ახალი აკადემიური ეტაპის საზეიმო გარემოში დაწყებას.

სტუდენტებს, რომლებმაც პირველ პრიორიტეტად თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი აირჩიეს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სწავლის საფასურის ფასდაკლების ვაუჩერები.

პირველკურსელთათვის, ფაკულტეტის კოორდინატორთა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა  ჩართულობით მოეწყო შიდა საუნივერსიტეტო ტური, რის შემდეგაც ფაკულტეტების დეკანებმა და სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელებმა სტუდენტებთან გამართეს გაცნობითი-საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.

საზეიმო შეხვედრის დასასრულს კი უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა კლასიკური და ელექტრონული მუსიკის კონცერტი.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!