განაგრძე სწავლა ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში! 26.03.2026

განაგრძე სწავლა ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში!

გაცნობებთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ ჰეილუნძიანის პროვინციასთან თანამშრომლობით დააფუძნა პროგრამა „Eurasian Countries International Student Scholarship".

პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად წარადგინონ განაცხადი ჩინეთის ჰეილუნძიანის პროვინციის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად.

პროგრამა განხორციელდება 2026–2029 წლებში და ითვალისწინებს ყოველწლიურად

სტიპენდიების გამოყოფას: 20 საბაკალავრო, 100 სამაგისტრო და 30 სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლების საფასურს, სამედიცინო დაზღვევას, საცხოვრებლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებს.

 

პროგრამაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია:

Harbin Institute of Technology, Harbin Engineering University, Northeast Forestry University, Northeast Agricultural University, Heilongjiang University, Harbin Normal University, Harbin Medical University, Heilongjiang University of Chinese Medicine, Qiqihar University, Mudanjiang Normal University, Jiamusi University, Harbin University of Science and Technology, Heihe University, Harbin University of Commerce და Qiqihar Medical University

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართის სახით.

დანართის ბმული

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური 

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

გამარჯვებული საგრანტო პროექტი 11.01.2023

გამარჯვებული საგრანტო პროექტი

გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "7 დან 12 წლამდე პოსტკოვიდურ პაციენტებში ნერწყვის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების და მათი პირის ღ...

ვრცლად
საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“ 14.05.2026

საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“

2026 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებისთვი...

ვრცლად