გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო შეხვედრა თბილისის  ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 29.09.2026

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში

თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, DAAD-თან თანამშრომლობის ფარგლებში

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პერსონალის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) 2026/2027 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში დეტალურად იქნება განხილული გერმანიაში განათლების მიღებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, მათ შორის: უმაღლესი სასწავლებლების საზაფხულო ენის კურსები, სამაგისტრო სტიპენდიები ყველა დისციპლინისთვის და სხვადასხვა მიმართულების კვლევითი გრანტები. მონაწილეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას სააპლიკაციო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით.

მომხსენებელი

დოქტორი ნინო ანთაძე – DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორი. ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას ქართველი სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირების მიმართულებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უმაღლესი განათლების მიღებისა და სასტიპენდიო გრანტების მოპოვების მიზნით.

https://www.daad-georgia.org/ka/chven-shesakheb/thanamshromlebi/

ორგანიზატორები

პროფესორი ნონა გელიტაშვილი – თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი. ფლობს უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობისა და საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიან გამოცდილებას. იგი არის ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. პროფესორი ნონა გელიტაშვილი თავად არის საერთაშორისო კვლევითი პროგრამების, მათ შორის DAAD-ის გრანტების ოთხგზის ბენეფიციარი, რომელთა ფარგლებშიც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში.

https://www.tu.berlin/en/communication/alumni/angebote/events/international-alumni-seminars/gee-berlin-cairo/kontakte-knuepfen-wissen-erweitern/nona-gelitashvili

დოქტორი ირმა მესირიძე – თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსი. არის NCEQE-ის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, FIBAA-ს, AAC-სა და NQAAE-ის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საერთაშორისო ექსპერტი. ფლობს უმაღლესი განათლების სფეროში მუშაობის, კვლევითი საქმიანობის,  საერთაშორისო  პროექტებისა და Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამებში  მონაწილეობის მრავალწლიან გამოცდილებას.

 

რეგისტრაცია

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/jygBnf5y6L2m8nCJA

რეგისტრაციის  ბოლო ვადაა 30.09.26 – 20:00სთ

შეხვედრის ენა: ქართული

შეხვედრაზე დასასწრები ონლაინ ბმული (Zoom Link) რეგისტრირებულ მონაწილეებს, ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეგზავნებათ შიდა საკომუნიკაციო არხებით.