სტუდენტთა IV საერთაშორისო, ინტერდისციპლინური, სამეცნიერო კონფერენცია
არ გამოტოვო, მიიღე მონაწილეობა!
2026 წლის 16 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და სტუდენტთა თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტთა IV საერთაშორისო, ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია.
სტუდენტთა რიგით IV საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები (სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
- ბიზნესის ადმინისტრირება (მათ შორის ტურიზმი)
- სტომატოლოგია და ჯანდაცვა
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
სამუშაო ენა ქართული და ინგლისური, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.
თეზისის გაფორმების მოთხოვნები:
- თეზისი იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
- გვერდის ფორმატი - А4;
- თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
- 5 საკვანძო სიტყვა;
- გვერდის ველი ყველა მხრიდან - 2 სმ;
- ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
- ინტერვალი - 1 (Single);
- აბზაცი - 0.5 სმ;
- სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);
გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2026 წლის 24 ნოემბრამდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: lika.chig@yahoo.com
რეგისტრაციის ვადა- 2026 წლის 28 ნოემბრამდე
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:
საკონტაქტო პირი
ლია ჭიღლაშვილი - მობ. 5 77 77 80 24
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებ...
ვრცლად
