თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში 18.06.2018

თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გერმანიას სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა ქართველ ლექტორთა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულ პირთა ჯგუფი: ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გოჩა ოჩიგავა, თამარ გიორგიბიანი - საქართველოს საერთაშორისო სასაწავლო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, და თამარ კერძაია - საქართველოს საერთაშორისო სასაწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი, ადვოკატი. დიუსელდორფის, კოილნისა და დუისბურგ-ესსენის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ოფიციალურ შეხვედრებს ორგანიზება გაუწიეს განათლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრმა (დიუსელდორფი) და აღნიშნული ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოში - გოჩა ოჩიგავამ. ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების ბაზაზე გაიმართა საინტერესო შეხვედრები პროფესორ-მასწავლებლებთან, სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებთან, სტუდენტურ თვითმმართველობებთან. დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ სიმპოზიუმს დუისბურგ-ესსენის უნივერსიტეტში „ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების უახლესი მიდგომების შესახებ“, ასევე გაცნობოდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლის - ეკონომიკისა და მენეჯმენტის უმაღლესი სკოლის (ესსენი) მუშაობის სპეციფიკასა და იმ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც ეს უნივერსიტეტი ახორციელებს. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის მენეჯმენტის სპეციფიკის გაცნობა, ასევე სწავლისა და სწავლების, თვითშეფასებისა და სტუდენტთა ცოდნის შეფასების კუთხით, გერმანულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებზე ინფორმაციის მიღება და ამავე მიმართულებით ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რაც გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები, მათ საშუალება მიეცათ პრეზენტაციის სახით წარმოედგინათ საკუთარი უნივერსიტეტები. 

 

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია: ლოჯისტიკის საფუძვლები & ლოჯისტიკური მენეჯმენტი (ლოჯისტიკა - მომავლის პროფესია?) 31.05.2021

საჯარო ლექცია: ლოჯისტიკის საფუძვლები & ლოჯისტიკური მენეჯმენტი (ლოჯისტიკა - მომავლის პროფესია?)

2021 წლის 9 ივნისს, 19.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება პროფ. ლიანა ყანჩაველის საჯარო ლექცია...

ვრცლად
2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა! 18.02.2019

2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა!

2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, დასწრება სავალდებულოა.&nbs...

ვრცლად
ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ  Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 08.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და...

ვრცლად