განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი
თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გამართულ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენაში.
განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიტვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიეღოთ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ენახათ, შეეფასებინათ და შეედარებინათ საგანმანათლებლო პროგრამები, გაეგოთ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების და პრესკონფერენციების სახით.
მსგავსი სიახლეები
შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!
შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!
ვრცლადსაქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თჰუს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის ჰუ...
ვრცლად
