2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.
მასტერკლასს უძღვებოდა სამშენებლო და სარემონტო კომპანია შპს „ექშენმენ“–ის დამფუძნებელი და დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკის მაგისტრთა კლუბი“-ს პრეზიდენტი – ჯონი სამხარაძე. მან აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად, რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში.
მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა დამწყებ ბიზნესმენებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, როგორ გამოვიყენოთ პოტენციური მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია "სრულყოფილი" პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად, ასევე ის, თუ როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს. მთლიანობაში შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 2 სთ-ის განმავლობაში. მასტერკლასმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტების მხრიდან. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ ჯონი სამხარაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.
მსგავსი სიახლეები
მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში განათლებასა და სწავლების ახალ ტექნოლოგიებზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე შავლაყაძემ და ნანა ბიჩენოვმა 2021 წლის 25-26 სექტემბერს (სოვ...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის და მოწვეული ლექტორის - სოფიკო ჯვარშეიშვილის წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში
2021 წლის 10-11 ივნისს ჩატარდა ეკონომიკისა და სოციალურ მეცნიერებათა მე -4 საერთაშორისო კონფერენცია (ICESS), თემაზე: "დიგიტალიზაციითა...
ვრცლად
