შიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა: საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები
შიდა საგრანტო პროექტის - სამეცნიერო კვლევა: საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე) - მიზნების შესასრულებლად 04.04.2021 განხორციელდა მივლინება ქვემო ქართლში, კონკრეტულად, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ადგილზე ტურისტული რესურსების მდგომარეობისა და ბიზნესის შემაფერხებელი ფაქტორების შესასწავლად (პანდემიის დამთავრებისას საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები).
მივლინებაში იმყოფებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი მაია მელაძე, ასისტენტი არჩილ ჯანგულაშვილი, კოორდინატორი ირმა წიკლაური, ასევე, პროექტში ჩართული სტუდენტები: ლაშა ჩიბურდანიძე, ნოდარ მერაბიშვილი, დავით კაპანაძე, ვლადიმერ გელოვანი, ირაკლი სარსევანიძე, ნიკა გაგნიძე და ერეკლე გოგალაძე.
პროექტით გათვალისწინებული მივლინების განხორციელების დროს მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალი რამოდენიმე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კულტურულ-ტურისტული ობიექტი. პროექტზე შემდგომი მუშაობა გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში, დამუშავდება მივლინების დროს ჩატარებული კვლევის შედეგები.
მსგავსი სიახლეები
2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია
2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია
ვრცლადთჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“
2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცი...
ვრცლად
