საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები
2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მეშვეობით. ლექციას უძღვებოდა დალი ბერეკაშვილი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე, ამ სპეციალობის სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქტიულ რეჟიმში. ფაკულტეტი დიდ მადლობას უხდის ქალბატონ დალის საინტერესო და ინფორმატიული ლექციისთვის. ჰუმანიტარული ფაკულტეტი გეგმავს ახალ, საინტერესო და დარგისათვის აქტუალური ღონისძიებების ჩატარებას ახლო მომავალში.
მსგავსი სიახლეები
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“
2019 წლის 6 აპრილს 13:00 სთ-ზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გეგმავს სტუდენტე...
ვრცლადპროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის
2021 წლის 25 ივნისს Erasmus-ისა და DAAD-ს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება: „BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის&...
ვრცლად
