რექტორთა საბჭო 25.09.2025

რექტორთა საბჭო

2025 წლის 25 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე, რომელიც რექტორთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, მონაწილეებმა კონფერენციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მ. ჭელიძე.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სავალდებულო სწავლების წესი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კონფერენცია - მნიშვნელობა და შედეგები; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საზღვარგარეთ ფილიალის გახსნა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია; უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სხვა მიმდინარე საკითხები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია 06.09.2019

სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების მე-5 საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის 11-12 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტ...

ვრცლად
საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. 18.02.2025

საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საინფორაციო შეხვედრა პროგრამის "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ერო...

ვრცლად