საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 05.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 4 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა  საჯარო ლექცია, თემაზე - „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი  საკითხები“,  რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, არჩილ ლორია.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

პროფესორმა, არჩილ ლორიამ ისაუბრა როგორც ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ძალადობრივი მოპყრობით გამოწვეულ შედეგებზე, რომელიც თანაბრად მტკივნეულია როგორც სხვადასხვა სქესის, ისე ნებისმიერი ასაკისა  და  სოციალური მდგომარეობის ადამიანისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობისა და ოჯახის კეთილდღეობაზე სავალდებულო ზრუნვის პრინციპებს.

ზემოაღნიშნულმა საკითხმა  სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს  გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 31.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად
ონლაინ ლექცია თემაზე: ბუნებასთან ახლოს - ჩამდინარე წყლების გაწმენდა ბუნებრივ გარემოში 17.05.2021

ონლაინ ლექცია თემაზე: ბუნებასთან ახლოს - ჩამდინარე წყლების გაწმენდა ბუნებრივ გარემოში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 28 მაისს, 11:00-სთ-ზე ჩატარდება ონლაინ ლექცია თემაზე: „ბუნებასთან...

ვრცლად
I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 27 მაისი, 2021 16.04.2021

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 27 მაისი, 2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 27 მაისი, 2021

ვრცლად