საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?
2021 წლის 9 ივნისს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?“ ლექციას უძღვებოდა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქ-ნი ლიანა ყანჩაველი. ლექცია ჩატარდა „ონლაინ“ რეჟიმში, რუსულ ენაზე.
ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, განხილულ იქნა საკითხები, რომელიც შეეხებოდა ლოგისტიკის ტერმინის ეტიმოლოგიას, ისტორიული ევოლუციის ეტაპებს, ძირითად ცნებებს, ტერმინებსა და შესწავლის ობიექტებს. სამხედრო და კომერციულ ლოგისტიკას; მატერიალურ ნაკადებს, ლოგისტიკურ ფუნქციებსა და ოპერაციებს, ლოგისტიკრ სისტემებს, სატრანსპორტო ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვებს, ლოგისტიკის მიზნებს, ამოცანებს და ძირითად კონცეფციას. უნდა აღინიშნოს ინფორმაციული ლოგისტიკის მნიშვნელობაც, რადგან ავტომატიზაციის, ინფორმაციული და მაღალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ნეოლოგისტიკური პერიოდი და მიღწევები ამ სფეროში: ფოსტა და უზარმაზარი საწყობები, გიგანტური ლოგისტიკური ცენტრები.
საინტერესო იყო ლექციის ნაწილი, დაკავშირებული ლოგისტიკური სისტემების ეფექტიანობის ხარისხთან, ე.წ LPI (Logistics Performance Index) საერთაშორისო დონეზე და საქართველოს პოტენციალის და ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად.
საერთაშორისო, ინტეგრირებული ლოგისტიკის, მაკროლოგისტიკური სისტემის სფეროების მრავალფეროვნება და მასშტაბები ძალზედ შთამბეჭდავია, დასაქმების სფეროების თვალსაზრისით, რაც ლექციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალებით, რომელიც თვალსაჩინოდ და ძალზედ საინტერესოდ ასახავდა პროფესია- ლოგისტის ხიბლსა და სამომავლო ამბიციებს.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“
2020 წლის პირველ ივნისს 16:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერ...
ვრცლადტრენინგი - არასრულწლოვანის დაკითხვის თავისებურება
2019 წლის 23 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინ...
ვრცლადდისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლე...
ვრცლად
