ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო  აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში 29.09.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში

2021 წლის 23 სექტემბერს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მეორე ონლაინ სიმპოზიუმში: „ჰიბრიდულ-ციფრული და დასწრებული სწავლების ფორმების წინააღმდეგობის დაძლევის გზები საუნივერსიტეტო და ბიზნეს სფეროებში“ (Symposium „Gestaltung der Netzwerke von Hochschule und Wirtschaft im Spannungsfeld von digital-hybriden und Präsenzveranstaltungen.“ Technische Hochschule Aschaffenburg). 
2020-2021 წლებში კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია კომპანიებისა და უნივერსიტეტების საქმიანობაში, განხორციელდა ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ფორმატებსა და მათი დაგეგმვის გზებზე. მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები „პირველი ციფრული სტრატეგიის“ და განვითარების სამომავლო ორიენტირების შესახებ. სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ მიუნხენის, აშაფენბურგის, კილის, ვიურცბურგის, ბაიროითის და სხვა გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საქართველოდან კი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
სიმპოზიუმის ბოლო ნაწილი დაეთმო ვორკშოპებს, რომლის მსვლელობაშიც აქტიურად ჩაერთო პროფ. ნონა გელიტაშვილი. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. სიმპოზიუმი დასრულდა ვორკშოპებზე მიღებული შედეგების შეჯამებითა და იმ ცოდნის გაზიარებით, რომელიც მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში, ჰიბრიდულ-ციფრული განათლების სფეროში საკუთარი გამოცდილებით დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 19.05.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 14.01.2020

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღი...

ვრცლად
საკონსულტაციო შეხვედრები - Rustaveli-DAAD 04.04.2021

საკონსულტაციო შეხვედრები - Rustaveli-DAAD

მიმდინარე წლის 5 და 8 აპრილს 13:00 სთ-ზე გაიმართება ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის...

ვრცლად