სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. მიმდინარე წელს პირველად პროგრამის ბენეფიციარები დაფინანსებისთვის რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულ პორტალზე, რომელიც გაამარტივებს განაცხადის წარდგენის პროცესს და შეამცირებს პროგრამის ადმინისტრირების ვადებს.
პროგრამაში ჩართვისთვის სტუდენტი პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვით უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და რეგისტრაციის პროცესში დახმარებისათვის გთხოვთ მიაკითხოთ თჰუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
მსგავსი სიახლეები
2019 წლის 22 იანვარს თჰუს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე
2019 წლის 22 იანვარს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოად...
ვრცლად
