საჯარო ლექცია, აქტუალურ თამატიკაზე! 05.12.2022

საჯარო ლექცია, აქტუალურ თამატიკაზე!

2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და  საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცი ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი  ღონისძიება, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა წაიკითხა ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია, თემაზე:-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის მასშტაბი საერთაშორისო სამართალში, არსებული ოკუპაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი პერსპექტივები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრად მყოფი რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პურან ანდრა ნიკოლეტა; კერძო სამართლის დოქტორი, დუმინიკა ფლორინა რამონა და ფინანსთა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის დოქტორი, ჰაგიუ მარიანა ალინა; ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები

პროექტი უწყვეტი განათლება 01.06.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „ილია ჭავჭავაძის შეხედულება დანაშაულზე“ 2021 წლის 5 ივნ...

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე:  „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“ 15.06.2020

საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“

2020 წლის 12 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემ...

ვრცლად