არ გამოტოვო! სასწავლო ცენტრი
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ოთხშაბათს, 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ორგანიზებით შპს სასწავლო ცენტრი ,,გზა მომავლისკენ" გამართავს სხვადასხვა პროექტის, აქტივობისა და პროფესიული კურსის პრეზენტაციას.
,,გზა მომავლისკენ" ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებასა და მათ დასაქმებაში ხელშეწყობას. შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი, კარიერული განვითარების ტრენერი, სერტიფიცირებული ქოუჩი და იურისტ- ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი ასისტენტი - სოფო ხარებავა.
შეხვედრაზე მონაწილოებას მიიღებენ ცენტრის სხვა წევრებიც, კურსდამთავრებულები და ტრენერები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან ახალგაზრდებს.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ.
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის N31
მსგავსი სიახლეები
შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! ✅
ვრცლადინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
2019 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში...
ვრცლად
