THU და Erasmus + თანამშრომლობა გრძელდება!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს კვლავაც აქვთ შანსი ცოდნის გაღრმავების მიზნით, Erasmus+ სტუდენტთა გაცვილითი პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად გაემგზავრონ ლიტვის, მიკოლას რომერისის - MRU უნივერსიტეტში.
MRU მჭიდროდ თანამშრომლობს 350-ზე მეტ უნივერსიტეტთან, საჯარო და კერძო ინსტიტუტთან. არის საერთაშორისო უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციების სრული წევრი.
უნივერსიტეტში ირიცხება 7500 სტუდენტი, მათ შორის 600 საერთაშორისო სტუდენტი და დასაქმებულია 400-ზე მეტი აკადემიური პერსონალი.
უნივერსიტეტი გთავაზობთ სადოქტორო, სამაგისტრო და ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს. მათგან 80%-ზე მეტს მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია. სწავლა შესაძლებელია, ისეთ მოთხოვნად პროგრამებზე როგორიცაა სამართალი, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია, მედიცინა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ.
სტუდენტთა მობილობის ფარგლებში პერიოდი მოიცავს 2023-2024 სასწავლო წლის I და II სემესტრს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 8 მაისი.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ელექტრონულ ბმულს
მსგავსი სიახლეები
თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებთან დადებული საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულე...
ვრცლადDAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში
მიმდინარე წლის 24 მარტს ჩატარდა DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სად...
ვრცლად
