მნიშვნელოვანი სიახლე! მოლდავეთის „ნიკოლაე ტესტემიტანუს“ სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაციის უნივერსიტეტი ჩვენი პარტნიორია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვივნენ მოლდოვეთის „ნიკოლაე ტესტამიტანუს“ სახელობის სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაციის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
სტუმრები გაეცნენ საუნივერსიტეტო საქმიანობას, კერძოდ დაათვალიერეს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიური კლინიკის სივრცე, აუდიტორიები, გაესაუბრნენ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.
შეხვედრის დასასრულს კი ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მსგავსი სიახლეები
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გრძელდება პროფესიული პრაქტიკის კურსი ქალაქ თბილისის მერიაში.
ვრცლად
