სამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში
2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ უმასპინძლეს აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო ოფისისა და კარიერული სამსახურის ხელმძღვანელს - ერნსტ შულთენს.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები სამომავლო პროექტების თაობაზე და შედგა შეთანხმება 2025 წლის Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში განსახორციელებელ გაცვლით პროგრამებზე.
აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია გერმანიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდული ფესტივალი 2024
2024 წლის 11 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგ...
ვრცლადსაჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები
2019 წლის 22 იანვარს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის...
ვრცლად
