AUAP-ის 38-ე ყოველწლიური კონფერენცია რუმინეთში
2026 წლის 19-21 მაისს, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ნეუმანის უნივერსიტეტში (ქ. კეცკემეტი, რუმინეთი), გაიმართება 38-ე აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაციის (AUAP) ყოველწლიური კონფერენცია:
ინოვაციების მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (WURI);
წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი;
ფილიპინების რიზალის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი;
პაკისტანის იკრას უნივერსიტეტი;
ნარესუანის უნივერსიტეტი;
ტაილანდის სიამის უნივერსიტეტი.
კონფერენციის თემა,- „უმაღლესი განათლების ხელახალი წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაცია, ინკლუზიურობა და გავლენა მდგრადი მომავლისთვის“.
კონფერენციის მიზანი - უმაღლეს განათლებაში ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ გლობალური დეკლარაციის შემუშავება, ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციისთვის თანამშრომლობითი ჩარჩოების შექმნა, მდგრადი და მშვიდობაზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება და კვლევისა და ინოვაციების დიპლომატიის ხელშემწყობი ქსელების გაძლიერება.
კონფერენცია შეისწავლის შემდეგ საკითხებს:
უმაღლეს განათლებაში ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ გლობალური
დეკლარაცია;
ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის თანამშრომლობითი ჩარჩოები;
მდგრადი და მშვიდობაზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკის რეკომენდაციები;
კვლევისა და ინოვაციების დიპლომატიის გაძლიერებული ქსელები;
ღონისძიებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
ინტერდისციპლინური ვირტუალური მრგვალი მაგიდის დისკუსია
მიმდინარე წლის 19 მარტს, 18:30 საათზე (4:30 PM EET), გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქს...
ვრცლად27- 29 აპრილს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია
27- 29 აპრილს გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური ონლაინ კონფერენცია 2021 Health and Well-being of the Society Present Challenges and Vision...
ვრცლად2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს
2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს.
ვრცლად
