AUAP-ის 38-ე ყოველწლიური კონფერენცია რუმინეთში 10.04.2026

AUAP-ის 38-ე ყოველწლიური კონფერენცია რუმინეთში

2026 წლის 19-21 მაისს, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ნეუმანის უნივერსიტეტში (ქ. კეცკემეტი, რუმინეთი),  გაიმართება 38-ე აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაციის (AUAP) ყოველწლიური კონფერენცია:

 

ინოვაციების მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (WURI);

წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი;

ფილიპინების რიზალის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი;

პაკისტანის იკრას უნივერსიტეტი;

ნარესუანის უნივერსიტეტი;

ტაილანდის სიამის უნივერსიტეტი.

 

კონფერენციის თემა,- „უმაღლესი განათლების ხელახალი წარმოდგენა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაცია, ინკლუზიურობა და გავლენა მდგრადი მომავლისთვის“.

 

კონფერენციის მიზანი - უმაღლეს განათლებაში ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ გლობალური დეკლარაციის შემუშავება, ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციისთვის თანამშრომლობითი ჩარჩოების შექმნა, მდგრადი და მშვიდობაზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება და კვლევისა და ინოვაციების დიპლომატიის ხელშემწყობი ქსელების გაძლიერება.

 

კონფერენცია შეისწავლის შემდეგ საკითხებს:

უმაღლეს განათლებაში ეთიკური ხელოვნური ინტელექტის შესახებ გლობალური

დეკლარაცია;

ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის თანამშრომლობითი ჩარჩოები;

მდგრადი და მშვიდობაზე ორიენტირებული განათლების პოლიტიკის რეკომენდაციები;

კვლევისა და ინოვაციების დიპლომატიის გაძლიერებული ქსელები;

ღონისძიებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 აპრილი.

 

დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.

დოკუმენტის ბმული 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი სიახლეები

მაია ბენიას საჯარო ლექცია: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები 31.03.2022

მაია ბენიას საჯარო ლექცია: ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები

5 აპრილს, 19 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება მაია ბენიას საჯარო ლექცია თემაზე: „ციფრული ე...

ვრცლად
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 27.06.2021

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თ...

ვრცლად