თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში 19.05.2026

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორებმაპროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, პროფესორმა ლია ჭიღლაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის - National University of Science and Technology POLITEHNICA Bucharest – Pitești University Centre-ის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში“THE INTERNATIONAL CONFERENCE “EUROPEAN UNION’S HISTORY, CULTURE AND CITIZENSHIP”, რომელიც გაიმართა 2026 წლის 15 მაისსრუმინეთში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მეცნიერები, მკვლევარები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. კონფერენცია შეეხებოდა ევროპული ინტეგრაციის, თანამედროვე მმართველობის, სამართლის, ეკონომიკის, ციფრული ტრანსფორმაციის, მოქალაქეობის, საჯარო პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუციური განვითარების, კიბერუსაფრთხოების და ევროკავშირის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევების საკითხებს. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული მმართველობის მოდელებს, ციფრულ ეკონომიკას, რეგულირების პოლიტიკას, ინოვაციურ განვითარებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ადაპტაციის პროცესებს თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში.

კონფერენციის ფარგლებში თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარადგინეს ერთობლივი სამეცნიერო მოხსენება:

„Digital Transformation and State Policy: Institutional Mechanisms between Innovation and Regulation – The Case of Georgia“
ციფრული ტრანსფორმაცია და სახელმწიფო პოლიტიკა: ინსტიტუციური მექანიზმები ინოვაციასა და რეგულირებას შორის - საქართველოს მაგალითი

ნაშრომში განხილული იყო საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ინსტიტუციური და სამართლებრივი ასპექტები, სახელმწიფოს როლი ინოვაციების მხარდაჭერასა და რეგულირების მექანიზმებს შორის ბალანსის შექმნაში, ასევე ევროპული ინტეგრაციის გავლენა ციფრული მმართველობის განვითარებაზე. კვლევა ეფუძნებოდა Adaptive Institutional Balancing Model (AIBM)-ის თეორიულ ჩარჩოს და მოიცავდა კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და ინოვაციური ეკოსისტემების საკითხებს.

მსგავსი სიახლეები

სტუდენტთა საყურადღებოდ! 21.04.2016

სტუდენტთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ვრცლად
2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია 18.10.2021

2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია

2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია

ვრცლად
IEEE Xplore ციფრული ბიბლიოთეკის ვებინარი საქართველოსთვის 28.04.2026

IEEE Xplore ციფრული ბიბლიოთეკის ვებინარი საქართველოსთვის

29 აპრილს, 14:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება  IEEE...

ვრცლად