გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში 19.05.2026

გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მობილობა Mykolas Romeris University-ში (ვილნიუსი, ლიეტუვა) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის, ფსიქოლოგიისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.

ძირითადი მოთხოვნები და პირობები:

  • ენის ფლობა: ინგლისური ენის B1-B2 დონე (კონკრეტული პროგრამის მიხედვით).
  • კრედიტების აღიარება: ლიეტუვაში მიღებული კრედიტები სტუდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ უღიარდება.
  • დაფინანსება: Erasmus+ შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები მასპინძელ უნივერსიტეტში თავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან.
  • საკუთარი ხარჯები: საცხოვრებელ, კვებისა და სხვა პირად ხარჯებს სტუდენტი ფარავს თავად.

რეგისტრაცია და შერჩევა:
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

https://www.mruni.eu/en/university/internationalization/erasmus-and-exchange-studies-incoming/

https://www.mruni.eu/wp-content/uploads/2026/04/Exchange-to-MRU-26-27_Bilateral-Partners.pdf

მსგავსი სიახლეები

 მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან 01.02.2023

მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან

2022 წლის 01 დეკემბრს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხოლო 2023 წლის 30 იანვარს - ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერ...

ვრცლად
საგრანტო კონკურსი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის 11.02.2021

საგრანტო კონკურსი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის

აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქა...

ვრცლად