სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და თჰუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის (ხელ-ლი: პროფ. მ. სალხინაშვილი) მხარდაჭერით, 2026 წლის 16 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გავხდე ადვოკატი“. ლექციას უძღვებოდა სამართლის დოქტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი ყანდაშვილი.
ბატონმა ირაკლიმ დეტალურად ისაუბრა საადვოკატო საქმიანობის ძირითად ამოცანებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნულ პროფესიაში წარმატების მისაღწევად. საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში, სტუდენტთა მაღალი დაინტერესებითა და ჩართულობით.
შეხვედრის ფორმატში თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სამართლის საბაკალავრო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერა, პრაქტიკაზე დაფუძნებული სამართლებრივი უნარების განვითარების ხელშეწყობა და საუნივერსიტეტო იურიდიული კლინიკის საქმიანობის გაძლიერება.
მსგავსი სიახლეები
EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი
EU4Environment პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლ...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებ...
ვრცლადსტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების...
ვრცლად
