ღონისძიება Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ 01.08.2026

ღონისძიება Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების შესახებ

2026 წლის 24 ივლისს თბილისში, Erasmus+ საქართველოეროვნული ოფისის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება: „Erasmus+-ის შესაძლებლობები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სექტორებისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საინფორმაციო სესიები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების სექტორებში არსებული Erasmus+ შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიება წარიმართა ურთიერთსწავლების (peer-learning) ფორმატში. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული წარმატებული პროექტების ავტორებმა მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება წარმატებული პროექტების შექმნისა და დაგეგმვის, შესაბამისი პარტნიორების მოძიებისა და პროექტების განხორციელების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა; კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირმა მესირიძემ; და აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ხარშილაძემ.

ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების, დაფინანსების მექანიზმებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გასაცნობად.

მსგავსი სიახლეები

ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე 17.07.2021

ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია, „ახალი იდეა“ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან, გორის სახელმწ...

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები 10.03.2022

საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები

12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პრ...

ვრცლად
ტრეინინგი: ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის ტექნიკები 19.10.2018

ტრეინინგი: ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის ტექნიკები

ხუთშაბათს 25 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ეკონომიკის, ბიზნე...

ვრცლად