თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი 20.10.2018

თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი

თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, 4 წლის ვადით არჩეულ  იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი. ქალბატონი თამარი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით. 2001-2006 წლებში ეკავა საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა, ხოლო 2000-2001 წლებში იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო, 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის 2 მონოგრაფიისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თავისუფალი წვდომა დახურულ ბაზებზე 07.04.2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თავისუფალი წვდომა დახურულ ბაზებზე

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თ...

ვრცლად
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა  კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე 08.11.2020

კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე

თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...

ვრცლად