საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმის მონაწილე მხარეები მიიღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შეუწყონ სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
ამ მიზნით, მხარეები:
- გააღრმავებენ თანამშრომლობას;
- წაახალისებენ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას;
- გაცვლიან სამეცნიერო კადრებს.
- ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების, ასევე სასწავლო თვალსაჩინოებების გაცვლას ყველა საგანმანათლებლო დონეზე.
- მხარები თავიანთ მიერ გამოცხადებულ მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო კვლევით ღონისძიებებში ჩართავენ ერთმანეთს.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მკვლევრების, მეცნიერებისა და სხვა სპეციალისტების ვიზიტებს, სასწავლო მივლინებებსა და კონსულტაციებს, კვლევითი პროგრამებისა და პროექტების ერთობლივ შემუშავებასა და განხორციელებას და, შესაბამისად, მათი შედეგების ურთიერთ გაცვლას, ერთობლივი კურსების, კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას, სამეცნიერო ხასიათის აუდიო-ვიზუალური მასალების გაცვლას, სამეცნიერო გამოფენებისა და ჩვენებების ორგანიზებას, სამეცნიერო ლიტერატურის ინფორმაციის გაცვლასა სა სხვა აქტივობებს.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლ...
ვრცლადთჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“
2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცი...
ვრცლად
