საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?
2021 წლის 9 ივნისს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?“ ლექციას უძღვებოდა ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქ-ნი ლიანა ყანჩაველი. ლექცია ჩატარდა „ონლაინ“ რეჟიმში, რუსულ ენაზე.
ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, განხილულ იქნა საკითხები, რომელიც შეეხებოდა ლოგისტიკის ტერმინის ეტიმოლოგიას, ისტორიული ევოლუციის ეტაპებს, ძირითად ცნებებს, ტერმინებსა და შესწავლის ობიექტებს. სამხედრო და კომერციულ ლოგისტიკას; მატერიალურ ნაკადებს, ლოგისტიკურ ფუნქციებსა და ოპერაციებს, ლოგისტიკრ სისტემებს, სატრანსპორტო ლოგისტიკასა და საერთაშორისო გადაზიდვებს, ლოგისტიკის მიზნებს, ამოცანებს და ძირითად კონცეფციას. უნდა აღინიშნოს ინფორმაციული ლოგისტიკის მნიშვნელობაც, რადგან ავტომატიზაციის, ინფორმაციული და მაღალი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი ნეოლოგისტიკური პერიოდი და მიღწევები ამ სფეროში: ფოსტა და უზარმაზარი საწყობები, გიგანტური ლოგისტიკური ცენტრები.
საინტერესო იყო ლექციის ნაწილი, დაკავშირებული ლოგისტიკური სისტემების ეფექტიანობის ხარისხთან, ე.წ LPI (Logistics Performance Index) საერთაშორისო დონეზე და საქართველოს პოტენციალის და ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იქცეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთავარ ლოგისტიკურ ჰაბად.
საერთაშორისო, ინტეგრირებული ლოგისტიკის, მაკროლოგისტიკური სისტემის სფეროების მრავალფეროვნება და მასშტაბები ძალზედ შთამბეჭდავია, დასაქმების სფეროების თვალსაზრისით, რაც ლექციაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალებით, რომელიც თვალსაჩინოდ და ძალზედ საინტერესოდ ასახავდა პროფესია- ლოგისტის ხიბლსა და სამომავლო ამბიციებს.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი - კლასტერულ აკრედიტაციაზე, პროგრამების დარგობრივ მახასიათებლებზე, სწავლის შედეგების ჩამოყალიბებასა და შეფასებაზე
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტში ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი: კლასტერულ აკრედიტაციაზე, პროგრამების დარგობრივ მახასიათებლებზე, სწ...
ვრცლადსაქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თავისუფალი წვდომა დახურულ ბაზებზე
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დროებით გახსნა თ...
ვრცლადთჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში
თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი...
ვრცლად
