საქველმოქმედო სპროტული ღონისძიება კახეთის რეგიონში 01.06.2022

საქველმოქმედო სპროტული ღონისძიება კახეთის რეგიონში

2022  წლის 5 ივნისს  ‘სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით ჩატარდება ყველაზე მასშტაბური, საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება, თელავის მუნიციპალიტეტში (ლოპოტას მიმდებარედ).
საქველმოქმედო გარბენი გაიმართება 10 კმ სიგრძის დისტანციაზე, ქალთა და მამაკაცთა შორის, გამოვლინდება ორი გამარჯვებული
ღონისძიების ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა მაისური, უკრაინის სიმბოლიკით. დასასრულს შედგება ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი.
ღონისძიებაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს, რომელიც გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. 
რეგისტრაცია ორსაფეხურიანი:

ბილეთის შეძენა - bit.ly/38WA0ma

სარეგისტრაციო ფორმის შევსება-  bit.ly/38W4c0S

ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკანა გზაზე უზრუნველყოფს „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი“.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ მბულს:

https://www.facebook.com/events/690931375571569/

მსგავსი სიახლეები

საკონსულტაციო შეხვედრები - Rustaveli-DAAD 04.04.2021

საკონსულტაციო შეხვედრები - Rustaveli-DAAD

მიმდინარე წლის 5 და 8 აპრილს 13:00 სთ-ზე გაიმართება ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის...

ვრცლად