საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი „International Business Plans Competition” 25.12.2024

საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი „International Business Plans Competition”

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობს ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტთან.

2024 წლის 29 ნოემბერს, პიტესტის (რუმინეთის) საუნივერსიტეტო ცენტრის ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონკურსი, სახელწოდებით „International Business Plans Competition.” აღნიშნული პროექტი სამ თვეს მოიცავდა და მასში ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

          კონკურსის მიზანს წარმოადგენდა მეწარმეობის, ბიზნეს-გეგმის წერის კულტურისა და კონკურენტულ გარემოში ადაპტირების უნარების განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობდნენ სტუდენტები, საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან: ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი); თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო); სტამბულის აბაჰატინ ზაიმის უნივერსიტეტი, (თურქეთი); ლამპუნგის უნივერსიტეტი (ინდონეზია); განდის სახელობის განათლებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ინდოეთი) და ანდრეი ფრუზ მოდრზევსკის სახელობის კრაკოვის უნივერსიტეტი (პოლონეთი).

         თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული იყვნენ ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები ლაშა გიგაური, ლეილა ზეინალოვა, იულია გონჩარენკო, გიორგი ძინძიბაძე და ლაშა მიქელაძე.

კონკურსის სამეცნიერო საბჭოს წევრად  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან არჩეული იყო თჰუ-ს რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, შემფასებელ კომისიაში კი წარმოდგენილი იყვენენ ამავე უნივერსიტეტის პროფესორები, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი ირინა ბენია და მოწვეული ლექტორი სოფიკო ჯვარშეიშვილი, ქართველ სტუდენტთა ჯგუფს მენტორობას უწევდა ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი გიორგი ხარშილაძე.

კონკურსში მონაწილე  გუნდის წევრებმა ახლად დაარსებული სტარტაპისათვის წარმოადგინეს ბიზნეს-გეგმა. მათ შორის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა თჰუ-ს სტუდენტენტთა პრეზენტაციამ. დასასრულს კი საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა „International Business Plans Competition” სერტიფიკატი.

მსგავსი სიახლეები

მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 05.04.2024

მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

საუკეთესო შეთავაზება თჰუ-ს სტუდენეტებს! მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე (საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge) 2024 წლის 7 ა...

ვრცლად
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 02.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფ...

ვრცლად
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 27.06.2021

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თ...

ვრცლად