ჩვენი სტუდენტი ეროვნული უსაფრთხოების თემატურ პროექტში
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, III კურსის სტუდენტმა, მარიამ ხუციშვილმა წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და მონაწილეობას მიიღებს პროექტში – „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ჰიბრიდული ომის გამოწვევების ფონზე: რისკების ანალიზი“.
პროექტს ორგანიზებას უწევენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი.
შეხვედრებზე განიხილული იქნება შემდეგი თემები:
- კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და საქართველო
- დაზვერვის როლი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში
ვულოცავთ მარიამს და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში!
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)...
ვრცლადმობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდე...
ვრცლად
