რექტორთა საბჭო 25.09.2025

რექტორთა საბჭო

2025 წლის 25 სექტემბერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე, რომელიც რექტორთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, მონაწილეებმა კონფერენციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯოზეპ გარელი, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი EUA-ის სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი მაურიციო ტირა, საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მ. ჭელიძე.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა: სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სავალდებულო სწავლების წესი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კონფერენცია - მნიშვნელობა და შედეგები; საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საზღვარგარეთ ფილიალის გახსნა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია; უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სხვა მიმდინარე საკითხები.

 

მსგავსი სიახლეები

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 30.05.2021

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

2021 წლის 27 მაისს თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა „I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდი...

ვრცლად
სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში 21.04.2021

სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში

2021 წლის 20 აპრილს სამართლის  ფაკულეტეტზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა პროფესორ-მასწავლებელთათვის. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა,...

ვრცლად
კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად! 12.12.2017

კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...

ვრცლად