CEOSSC 2026 თბილისში 28.09.2026

CEOSSC 2026 თბილისში

მე-14 საერთაშორისო CEO სოციალურ მეცნიერებათა კონგრესი (CEOSSC) თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 2026 წლის 12-13 დეკემბერს, როგორც თანაორგანიზატორი, ონლაინ ფორმატში უმასპინძლებს მე-14 საერთაშორისო CEO სოციალურ მეცნიერებათა კონგრესს (CEOSSC) .

კონგრესის საბჭოს მიერ, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის პროფესორ დოქტორი ვალენტინა საყვარელიძე, დამტკიცებულია კონგრესის პრეზიდენტად.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, სამართლის პროფესორ დოქტორ კახი ყურაშვილსა და კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორ ირმა მესირიძეს მიენიჭათ კონგრესის საპატიო პრეზიდენტის წოდება და ასევე შედიან კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტში.

 

მე-14 საერთაშორისო CEO სოციალურ მეცნიერებათა კონგრესის (CEOSSC) თემატიკა

„ურთიერთდაკავშირებული მომავალი: გლობალური გამოწვევების ნავიგაცია“ - სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლა და ინტერდისციპლინური გადაწყვეტილებების შემუშავება მდგრადი მომავლისთვის.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი იწვევს მკვლევრებს, ლექტორებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ ორიგინალური სამეცნიერო კვლევები სოციალურ მეცნიერებათა სფეროში და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი მიგნებები.

კონგრესის ფარგლებში ჩატარდება კვლევის მეთოდების სემინარი.

 

პუბლიკაცია

კონგრესის შემდეგ გამოქვეყნდება თეზისების კრებული (abstract book) ISBN ნომრით.

კონგრესზე წარმოდგენილი ნაშრომები, ავტორის არჩევანით და რეცენზირებისა და რედაქტორის დადებითი დასკვნის შემდეგ, შესაძლოა გამოქვეყნდეს:

-   კონგრესის შრომების კრებულში (Proceedings Book), რომელსაც მიენიჭება ISBN ნომერი;

-   წიგნის თავის სახით, NCM Publishing House-ის გამოცემაში;

-   სტატიის სახით, საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში.

 

სერტიფიკატები

კონგრესის დასრულების შემდეგ ყველა მომხსენებელს ელექტრონული ფოსტით გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორებს - სერტიფიკატი „საუკეთესო ნაშრომისთვის" (Best Paper Award).

 

სამუშაო ენები და თეზისების წარდგენა

-   კონგრესის სამუშაო ენებია - ინგლისური და თურქული

-   მიღებული იქნება ორიგინალური სამეცნიერო კვლევები სოციალურ მეცნიერებათა სფეროში.

-   თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 ნოემბერი.

 

კონგრესში მონაწილეობის მსურველებს თეზისის წარდგენის, რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის საკითხებზე გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონგრესის ორგანიზატორებს: ceocongress.info@gmail.com 

კონგრესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ceocongress.org

Download:  CEO Writing Rules- Abstract - ENGLISH

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრს: imesiridze@gmail.com

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე:  „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“ 11.11.2024

საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“

2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზ...

ვრცლად
2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 11.02.2021

2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 27 თებერვალს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“-ი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივ...

ვრცლად
სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით 16.06.2021

სასერტიფიკატო კურსები ბუღალტერიის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ბუღალტერიის მიმართულებით.

ვრცლად