CEOSSC 2026 თბილისში
მე-14 საერთაშორისო CEO სოციალურ მეცნიერებათა კონგრესი (CEOSSC) თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 2026 წლის 12-13 დეკემბერს, როგორც თანაორგანიზატორი, ონლაინ ფორმატში უმასპინძლებს მე-14 საერთაშორისო CEO სოციალურ მეცნიერებათა კონგრესს (CEOSSC) .
კონგრესის საბჭოს მიერ, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის პროფესორ დოქტორი ვალენტინა საყვარელიძე, დამტკიცებულია კონგრესის პრეზიდენტად.
უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, სამართლის პროფესორ დოქტორ კახი ყურაშვილსა და კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორ ირმა მესირიძეს მიენიჭათ კონგრესის საპატიო პრეზიდენტის წოდება და ასევე შედიან კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტში.
მე-14 საერთაშორისო CEO სოციალურ მეცნიერებათა კონგრესის (CEOSSC) თემატიკა
„ურთიერთდაკავშირებული მომავალი: გლობალური გამოწვევების ნავიგაცია“ - სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ გამოწვევებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლა და ინტერდისციპლინური გადაწყვეტილებების შემუშავება მდგრადი მომავლისთვის.
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი იწვევს მკვლევრებს, ლექტორებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ ორიგინალური სამეცნიერო კვლევები სოციალურ მეცნიერებათა სფეროში და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი მიგნებები.
კონგრესის ფარგლებში ჩატარდება კვლევის მეთოდების სემინარი.
პუბლიკაცია
კონგრესის შემდეგ გამოქვეყნდება თეზისების კრებული (abstract book) ISBN ნომრით.
კონგრესზე წარმოდგენილი ნაშრომები, ავტორის არჩევანით და რეცენზირებისა და რედაქტორის დადებითი დასკვნის შემდეგ, შესაძლოა გამოქვეყნდეს:
- კონგრესის შრომების კრებულში (Proceedings Book), რომელსაც მიენიჭება ISBN ნომერი;
- წიგნის თავის სახით, NCM Publishing House-ის გამოცემაში;
- სტატიის სახით, საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში.
სერტიფიკატები
კონგრესის დასრულების შემდეგ ყველა მომხსენებელს ელექტრონული ფოსტით გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო ნაშრომების ავტორებს - სერტიფიკატი „საუკეთესო ნაშრომისთვის" (Best Paper Award).
სამუშაო ენები და თეზისების წარდგენა
- კონგრესის სამუშაო ენებია - ინგლისური და თურქული
- მიღებული იქნება ორიგინალური სამეცნიერო კვლევები სოციალურ მეცნიერებათა სფეროში.
- თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყველა დაინტერესებული პირისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კონგრესში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ევროს.
- თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 16 ნოემბერი.
კონგრესში მონაწილეობის მსურველებს თეზისის წარდგენის, რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის საკითხებზე გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონგრესის ორგანიზატორებს: ceocongress.info@gmail.com
კონგრესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.ceocongress.org
Download: CEO Writing Rules- Abstract - ENGLISH
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრს: imesiridze@gmail.com
მსგავსი სიახლეები
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...
ვრცლადსაგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“ (II...
ვრცლად
