გაცვლითი პროგრამა ბულგარეთში
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მობილობა Medical University – Sofia (MUS) -ში (სოფია, ბულგარეთი) 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტომატოლოგიის ქართული, რუსული და ინგლისურენოვანი პროგრამების მე-2 , მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.
ძირითადი მოთხოვნები და პირობები:
- ენის ფლობა: ინგლისური ენის B1-B2 დონე.
- კრედიტების აღიარება: ბულგარეთში მიღებული კრედიტები სტუდენტს საქართველოში დაბრუნების შემდეგ უღიარდება.
- დაფინანსება: Erasmus+ შეთანხმების ფარგლებში, სტუდენტები მასპინძელ უნივერსიტეტში თავისუფლდებიან სწავლის საფასურისგან.
- საკუთარი ხარჯები: საცხოვრებელ, კვებისა და სხვა პირად ხარჯებს სტუდენტი ფარავს თავად.
რეგისტრაცია და შერჩევა:
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად, ჩატარდება ტესტირება და გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
https://www.fdm.mu-sofia.bg/en/students/education-programmes/
https://www.fdm.mu-sofia.bg/en/erasmus-and-projects/student-mobility-for-studies/
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის საიუბილეო საღამო!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მან საზოგ...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები
2019 წლის 27 მარტს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცე...
ვრცლად
